საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პროფესორ გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: „სუროგაციის სამართლებრივი და ეთიკური პრობლემები“

     

    ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ორგანიზებით 2020 წლის 15 ივნისს, 12:30 საათზე გაიმართება ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: „სუროგაციის სამართლებრივი და ეთიკური პრობლემები“. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პროგრამა Zoom-ის გამოყენებით.

    პროფესორ ხუბუას მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, გერმანელი და პოლონელი იურისტები. ღონისძიება გადაიცემა live რეჟიმში Facebook პორტალის საშუალებით, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები. იხ. ღონისძიების ბმული: Facebook

    საჯარო ლექცია ჩატარდება გერმანულ ენაზე. 

    თარიღი: 26/05/2020